Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!"

ირაკლი ღარიბაშვილი:"ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!"

14/07/2021 13:39:09 კონფლიქტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალა.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

"გაათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

"აქცენტს" საქართველოს სახელმწიფო ინსფექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ გახელაძეს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ, თუმცა კონკრეტულად როდის, ამ დროისთვის ინფრმირებულნი არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სწორედ რომ ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S