Accentnews.ge
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ბანკის ყოფილი მენეჯერი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ბანკის ყოფილი მენეჯერი დააკავეს

15/07/2021 06:39:42 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ერთ-ერთი ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი, რომელსაც ამავე ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა ხსენებული დანაშაული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S