ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირი დაფიქსირდა

15-07-2021 18:03:00 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ალან მარგიევის ინფორმაციით, პირუტყვს დაავადება კოხათში, სარაბუკში, ვანათში, რიგ სხვა სოფლებში აღირიცხა, ამ დროისთვის სინჯებს დანარჩენ სოფლებშიც იღებენ ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

მისივე თქმით, იმ სოფლებიდან, სადაც ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები უკვე დადასტურდა, როგორც ცოცხალი პირუტყვის, ისე ხორცის გატანა აიკრძალა.

ბოლოს ღორის აფრიკული ჭირი ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ზნაურის რაიონში 2018 წელს იყო დაფიქსირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები