Accentnews.ge
“ალტ ინფო”: ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში"

“ალტ ინფო”: ჩვენი ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში"

16/07/2021 09:51:28 სამართალი

ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” განცხადებით, ჯგუფის ყველა წევრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ალტ ინფოს" ყველა წევრი არის გადაყვანილი განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკა”, — აღნიშნა “ალტ ინფოს” წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, განყოფილებაში გადაყვანილნი არიან შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია, რომელთა სახლებშიც ჩხრეკა დილით ჩატარდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური პროტესტის ლიდერების ნაწილის სახლებს ჩხრეკდნენ, თავდაპირველად ინფორმაცია “რუსთავი2”-მაგაავრცელა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილები არიან გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

შსს–ში განაცხადეს, რომ ჩხრეკა სხვადასხვა მისამართებზე მიმდინარეობს. უწყება დეტალებზე არ საუბობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S