„ვალდებულები ხართ, იძალადოთ“ – ამ მიმართვის ავტორი სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია
16/07/2021 10:44:36 სამართალი
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
საუბარია სასულიერო პირზე, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილ ძალადობრივ ჯგუფს მიმართავდა, „ვალდებულები ხართ, იძალადოთ“.
ჟურნალისტებმა სასულიერო პირს ჰკითხეს, დღესაც იგივე აზრზე არის თუ არა და თუ ნანობს მაშინდელ მიმართვას დღევანდელი გადასახედიდან, თუმცა მან კითხვებს არ უპასუხა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა ინტერესების დამცველმა, რომელიც ურწმუნება, რომ სასულიერო პირი ძალადობისკენ არავის მოუწოდებდა.
ჟურნალისტებმა მას სასულიერო პირის მიმართვა შეახსენეს, ადვოკატმა კი განაცხადა, რომ „ეს სიტყვები ქვეყნის წინააღმდეგ ვინც იბრძვს, მათ მიემართებოდა“.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ჩხრეკა რამდნიმე მისამართზე ჩატარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ძალადობრივი და ჰომოფობიური „ალტინფოს“ ჯგუფის წევრები და მამა–შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფლებაში გადაიყვანეს.


