ფალავანდიშვილმა და მახარაძემ პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვეს
16/07/2021 12:58:29 სამართალი
ჰომოფობიური ორგანიზაციის „არტინფოს“ ერთ–ერთმა დაფუძნებლმა ზურაბ მახარაძემ პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.
მან მედისთან მოკლე კომენტარი გააკეთ.
„გამოძიებას ყველაფერზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე იქნება. თუ ზეწოლს იქნება მათზე დმაკავებენ. ზეწოლა ელჩებისგან, აშშ–სგან“,– განაცხადა მახარაძემ.
მას არ უსაბრია დეტალებზე, არც იმაზე, რა ამოიღეს ჩხრეკისას მისი სახლიდან სამართალდამცველებმა.
საგამოძიებო უწყება დატოვა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.
"იმედია, უკანონოდ, იმის გამო, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპატამენტმა მოგვთხოვა, უდანაშაულო ადამიანებს არ დასჯიან. ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნის, თავისი ზნეობის, თავის შვილების დასაცავად მოძალადე ჰომოსექსუალი პედოფილების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, უდანაშაულო ხალხს არ დასჯის ჩვენი მთავრობა იმის გამო, რომ ამას მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი.
მომხდარში დამნაშავეები არიან პრაიდის ხალხი და ვინც წააქეზა ხალხი. როდესაც 50 000 ადამიანთან მიხვალ და შეურაცხყოფას მიაყენებ, დაუძახებ პუტინის კოლაბორაციონისტს, ვიღაც თავს ვერ შეიკავებს და იძალადებს", - თქვა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მისი გამოკითხვა არ დასრულებულა და გამოძიების დავალებით დატოვა შენობა.
შეგახსებებთ, რომ დღეს ჩხრეკა რამდენიე მისამართზე ჩატრდა და რამდენიმე პირი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.


