Accentnews.ge
ისრაელი საქართველოდან დაბრუნებულთათვის კარანტინს აწესებს

ისრაელი საქართველოდან დაბრუნებულთათვის კარანტინს აწესებს

16/07/2021 13:24:44 საზოგადოება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების ფონზე ისრაელი 23 ივლისიდან 7-დღიან კარანტინს აწესებს პირთათვის, რომლებიც ქვეყანაში საქართველოდან დაბრუნდებიან. ეს ზომა ყველა მოქალაქეზე გავრცელდება, კოვიდ-გადატანილებისა და ვაქცინირებულების ჩათვლით, - იუწყება "The Times of Israel".

გარდა ამისა, ისრაელში დაბრუნებული ყველა პირი ("მწვანე სიის" ქვეყნებიდანაც) ვალდებულია, 24 საათი თვითიზოლაციაში გაატაროს, ან კორონავირუსზე ტესტირება გაიაროს.

ე.წ. "წითელ სიაში" უკვე შეიყვანეს არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ნამიბია, პარაგვაი, ჩილი, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისიც. 23 ივლისიდან კი საქართველოსთან ერთად მასში ჩაემატებიან დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, თურქეთი, უგანდა, მიანმა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.

რაც შეეხება "შავ სიაში" მყოფ სახელმწიფოებს, რომელთა მიმართულებითაც ისრაელიდან ფრენა იკრძალება, ამ სიაში მყოფ არგენტინას, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ინდოეთს, მექსიკას, რუსეთს, ბელარუსსა და უზბეკეთს ესპანეთი და ყირგიზეთი დაემატება.

ცნობისთვის: ახალი ტალღის ფარგლებში ისრაელში დღე-ღამური ინფიცირების ახალი რეკორდი დაფიქსირდა: დადებითი შედეგი 856 მოქალაქის ტესტირებამ აჩვენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S