ფალავანდიშვილი დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამნტს უკავშირებს
16/07/2021 13:35:42 სამართალი
ჰომოფობიური ჯგუფის ერთ–ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.
მან გამოკითხვის შემდეგ კვლავ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. აღნიშნა, რომ დღევნდელი საგამოძიებო მოქმედებები აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამნტის განცხადებას უკავშირდება. მსგავსი განცხადება გააკეთა მისმა ვაჟმაც გამოკითხვის შემდეგ.
ამასთან, ფალავანდიშვილმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობა კვლავ ჟურალისტებს დააკისრა.
"ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხნენ, გაამწარეს ჟურნალისტებმა. თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს თავის ნებით და ეს ხანდახან საკმაოდ მძიმე ფორმებში ხდება".
რაც შეეხება მისი ბინის ჩხრეკას, ფალავანდიშვილი ამბობს, რომ არ ამოუღია არც ერთი ნივთი, რომელიც 10 მცნებას ეწინააღმდეგება.
ჩემი სახლიდან ჩხრეკის დროს, მხოლოდ მობილური ტელეფონები ამოიღეს, სადაც მიმოწერა იყო შეხვედრების მობილიზებასა და მოწოდებაზე. არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. მე ბევრჯერ ცხარედ მიკამათია, მაგრამ არასოდეს შევხებივარ ხელით ჟურნალისტებს, არც ვაპირებ ამას და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მაგრამ ამ საელჩოებმა და ჟურნალისტებმა ხალხი იქამდე მიიყვანეს, რომ გაამწარეს და ამიტომ მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი რამ.
[...]როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დავიცავ თბილისი პრაიდის ღია მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზეო, მე ეს გამიხარდა. მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი. ღარიბაშვილმა ხალხზე იზრუნა და არავის დაძალებით ეს არ გააკეთა,"- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ფალავანდშვილს საგამოძიებო უწყებასთან ახლობლები ელოდებოდნენ, მათ შორის, იყვნენ სასულიერო პირები.
შეგახსებებთ, რომ დღეს ჩხრეკა რამდენიე მისამართზე ჩატრდა და რამდენიმე პირი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყება დატოვებული აქვთ „ალტინფოს“ ერთ–ერთ დამფუძნებელს ზურაბ მახარაძეს და მამა–შვილ ფალავანდიშვილებს.


