
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთში ჩავიდა
16/07/2021 17:52:46 კავკასია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.
მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან. შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს.