17-07-2021 12:55:46 საზოგადოება ,რეკლამა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს შეხვედრა საქართველოს იმ მოქალაქეებთან გამართა, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში და სრულად გამოიყენეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათი დასაქმებისათვის გათვალისწინებული ვადა.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში შედგა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს, როგორც პროგრამის დადებითი მხარეები, ასევე ისაუბრეს გამოწვევებზე და იმ საკითხეზე თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული პროცესისა და პროცედურების დახვეწა/გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პროცესი გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით და კოორდინაციით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ლეგალური დასაქმების დროებითი (ვადაში შეზღუდული) სქემები ერთის მხრივ, ამცირებს ადამიანების ხანგრძლივი ვადით გადინებას საქართველოდან და მეორეს მხრივ, საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების უფრო მეტად დაცვის რეალურ ბერკეტებს იძლევა. ზემოაღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 16 ივლისის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სულ 137 პირი დასაქმდა.