პაკისტანში ავღანეთის ელჩის ქალიშვილი გაიტაცეს და აწამეს

18-07-2021 10:39:24 მსოფლიო

დაშავდა პაკისტანში ავღანეთის ელჩის, ნაჯიბ ალიხილის ქალიშვილი, რომელიც უცნობებმა გაიტაცეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთის ელჩის ქალიშვილი წამების მსხვერპლად იქცა. ამჟამად ის გათავისუფლებულია და ერთ-ერთ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო მომხდარი და შეშფოთება გამოთქვა პაკისტანში დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, პაკისტანის მთავრობას კი, მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა.

პაკისტანსა და ავღანეთს რამდენიმე წელია, ცივი ურთიერთობა აქვთ. ქაბული პაკისტანს „თალიბანის“ მებრძოლებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს, ისლამაბადი კი, ავღანეთს პაკისტანის რამდენიმე რეგიონში თავდასხმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ბრალდებებს ორივე მხარე უარყოფს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები