Accentnews.ge
გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

18/07/2021 09:54:22 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ტრიბუნასთან დადგნენ.

ამის შემდეგ შს მინისტრის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განლაგდნენ.

მმართველი გუნდი მომხდარის გამო ოპოზიციას დაუპირისპირდა. უმრავლეობის წარმომადგენელმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბუკუჩავს პლაკატი წაართვა, რომელზეც ეწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს.

დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S