ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

18-07-2021 23:33:32 ეს საინტერესოა

პეკინელი ვეტერინარი მაიმუნის B ვირუსით (BV) გარდაიცვალა.

როგორც Global Times მიუთითებს, ეს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ირკვევა, რომ 53 წლის ვეტერინარმა მარტში, ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში, ორი გორილა გაკვეთა, დაახლოებით 1 თვის შემდეგ კი ვირუსის პირველი სიმპტომი - ღებინება გამოუვლინდა.

ვეტერინარი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა, ის 27 მაისს გარდაიცვალა. აღნიშნული ვირუსის არც კლინიკური და არც ფატალური შემთხვევები მანამდე ჩინეთში არ აღრიცხულა.

მკვლევარებმა აპრილში ვეტერინარის ცერებროსპინალური სითხის ანალიზით დაადგინეს, რომ ის BV დადებითი იყო, თუმცა ვირუსი არ აღმოაჩნდა მის არცერთ ახლო კონტაქტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები