Accentnews.ge
საზღვრის უკანონო კვეთის ბრლადებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლეს

საზღვრის უკანონო კვეთის ბრლადებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლეს

19/07/2021 05:41:13 სამართალი

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.

მისი თქმით, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე - იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.

„იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ადამიანები გაეთავისუფლებინა. წინ ამას უძღოდა ის, რომ მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს, უკვე იძულებული გახდა ქართული მხარე, რომ სამივე მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც ლუსტრაცია და მაჩვენებელია იმისა, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში ციხეში უკანონოდ იყო“, - განაცხადა ბასიალიამ „მთავართან“ საუბარში.

უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის 28 ნოემბერს დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S