„მართლმსაჯულების რეფორმა წინაპირობაა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების, ხოლო მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა დაკარგული შესაძლებლობაა“

19-07-2021 13:10:36 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა წინაპირობაა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „დაკარგული შესაძლებლობა“ უწოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სწრაფ დანიშვნას.

„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ ლიდერებს, რათა მათთან ერთად განმეხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება. ჩემი მთავარი გზავნილია ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება მთავარი გარანტიაა, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მართლმსაჯულების ნაწილი 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია. ეს არის წინაპირობა ევროკავშირის ფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ, პროცესში ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა. ყველა შეხვედრაზე დღეს ხაზი გავუსვი, რომ მთავარი ადამიანის უფლებებია და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,– განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, უმცირესობებისა და ზოგადად, ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში.

მიშელმა, ასევე, პრესის თავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს შორის ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი, და, ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში.

კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა უნდა იყოს დაცული," - განაცხადა შარლ მიშელმა.

მას მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები