„მივხეადვთ, როცა საჭირო იქნება“ – გალდავა ესებუაზე საუბრობს

19-07-2021 14:18:43

„ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება. როგორც კი ვიპოვით“.

ასე უპასუხა ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას აჭარის პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ, რომელიც თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები