Accentnews.ge
სუს–მა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა

სუს–მა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა

19/07/2021 14:05:06 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს", - აცხადებენ სუს-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S