საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს

19-07-2021 18:40:52 პოლიტიკა

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი სახელწოდებით "ევროინტეგრაციის საერთო გზა" გააფორმეს.

მხარეები თანხმდებიან როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.

"ასოცირებული ტრიოს" საერთო გზავნილია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გაძლიერება და გაერთიანებული ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციისთვის.

ისტორიული შეთანხმება სიმბოლურად "პეტრას ციხეზე" შედგა.

დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მარია სანდუ ესწრება.

საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები