„ისევ დაკეტვა მოგვიწევს, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა“ – ღარიბაშვილი მოქალაქეებს აფრთხილებს

20-07-2021 11:20:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგაშო უწოდა კოვიდ–ინფიცირების ახალ დღიურ მაჩვენებელს და მოქალაქეებს აცრისა და პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, მან მოქალაქეები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას კვლავ მოუწევს „ჩაკეტვა“, რაც მნიშვნელოვნად დაამძიმებს მოქალაქეების ყოფას.

„ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთეთ: ვაქცინები არის ადგილზე, იმაზე მეტი, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა. მილიონ ნახევარი ადგილზეა, მილიონ ნახევარი კიდევ შემოვა – სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. [...]დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს! შემდეგ ისევ დაკეტვა მოგვიწევს, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მინდა, წინასწარ ეს პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით ვალის აღება დასჭირდება, ეს ტვირთად ჩვენს მქლაქეებს, ქვეყანას დააწვება, ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი, ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და 2–3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს ჩვენი ამოცანაა“,– განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები