Accentnews.ge
კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ოჯახის კიდევ ორი წევრი დაჭრა

კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ოჯახის კიდევ ორი წევრი დაჭრა

21/07/2021 06:29:25 სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ marneulifm.ge ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S