რუსი დიპლომატი ამბობს, რომ „თალიბანი“ „პოზიტიურ როლს“ თამაშობს

21-07-2021 12:13:18 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „თალიბებთან“ რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა ზამირ კაბულოვმა განაცხადა, რომ ტერორისტულად ცნობილი დაჯგუფება „თალიბანის“ სამხედრო წარმატება და სხვადასხვა ოლქებზე კონტროლის დამყარება „პოზიტიურ როლს“ თამაშობს.

როგორც რუსმა მაღალჩინოსანმა განმარტა, „თალიბები“ ავღანეთის ჩრდილოეთში ტერიტორიების დაკვების დროს „უტევენ და ანადგურებენ“ სხვა იმ დაჯგუფებებს, რომლებიც შიდაავღანურ საქმეებზე კი არ არიან ორიენტირებული, არამედ ცენტრალურ აზიას, პაკისტანსა და ირანს უმიზნებენ.ამდენად, რუსი დიპლომატის აზრით, რუსეთის ცენტრალურაზიელი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თალიბები წარმოადგენენ „პოზიტიურ ფაქტორს“, განსახვავებით „ანგლოსაქსებისგან“, რომლებიც კი არ ებრძოდნენ, არამედ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ „თანამშრომლობდნენ“.

თალიბანის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოსკოვში 8 ივლისს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა არ არის მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანი“ განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ნატო–ს ძალებმა ავღანეთის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები