მათ შორის, ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის საქართველოში სანქციები წესდება

21-07-2021 12:59:27 სამართალი

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომელიც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.

კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იგივე პირის მიერ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები