
პარტიას "საქართველოსთვის" თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება და მელიას მხარს არ დაუჭერს
21/07/2021 12:37:10 პოლიტიკა
ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკური ველისა და პროცესის სიღრმისეული ანალიზი ბუნებრივი შემთხვევაა.
„გუნდი შეკრებილია და მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები სხვადასხვა ადამიანთან, ასევე სიღრმისეული ანალიზი პოლიტიკური ველისა და პროცესის, რაც ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე. როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჟურნალისტები იქნებით პირველები, ვინც ამის შესახებ გაიგებთ“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ და დასძინა, რომ გუნდში ბევრ შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო კანდიდატურას მერობის პოსტისთვის, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ მას პარტია „საქართველოსთვის“ მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება.
იხილეთ ასევე: რას ფიქრობენ ოპოზიციაში საერთო კანდიდატებზე