Accentnews.ge
მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურების უფლება უხამსი პოსტისთვის შეუჩერდა

მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურების უფლება უხამსი პოსტისთვის შეუჩერდა

21/07/2021 13:58:52 საზოგადოება

შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებს (ღლონტი) მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, რამდენიმე თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული ფოტომონტაჟის გავრცელება გახდა. ფოტომონტაჟი ჟურნალისტებს, მათ შორის, "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ეხებოდა.

„მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება," - აღნიშნა მეუფე იოსებმა "გურიის მოამბესთან".

შეგახსენებთ, რომ უხამსი პოსტის შემდეგ მამა იოსებ ღლონტმა "ტვ პირველს" ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ღილაკზე თითი შემთხვევით დაეჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S