კვლევა: “ინდური შტამის“ წინააღმდეგ Sinopharm-ის მაღალეფექტურობა დასტურდება“

21-07-2021 18:57:00 ეს საინტერესოა

შრი-ლანკას წამყვანი უნივერსიტეტის – შრი-ჯაიავარდენეპურას მკვლევრები საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, კორონავირუსის "დელტა" შტამის წინააღმდეგ Sinopharm-ის მაღალეფექტურობა დასტურდება.

როგორც ირკვევა, კვლევაში ჩართული იყვნენ შრი-ლანკას ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

"ანტისხეულების პასუხი "დელტა" მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით, იმავე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ,"- აცხადებენ უნივერსიტეტში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

როგორც ირწმუნებიან, 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93%-ს, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება.

ინფორმაციისთვის: კვლევა ამ ეტაპზე რეცენზირებული არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები