Belavia ქუთაისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

21-07-2021 19:51:20 ეკონომიკა

4 აგვისტოდან ავიაკომპანია Belavia მინსკი-ქუთაისი-მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

ავიაკომპანიას სააგენტოს მიერ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები