საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა მოზარდებსაც შეუძლიათ

21-07-2021 20:20:23 საზოგადოება

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლის და ზედა ასაკის პირებსაც შეეძლებათ. შესაბამისი ცვლილება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს შეიტანა.

კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში. ასევე, ცვლილების თანახმად, აცრების კურსი შედგება ორი ინექციისაგან და მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.

„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღე; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები