
გამყრელიძე: "მესამე – "ბუსტერ–დოზა" დიდი ალბათობით, საჭირო იქნება“
21/07/2021 17:38:09 საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდის წინააღმდეგ „ბუსტერ“ დოზა მაღალი ალბათობით, საჭირო გახდება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა, განიხილება თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზად „ფაიზერის“ ვაქცინის მიწოდება.
გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ის დოზები, რომლებიც ქვეყანაში ახლო პერიოდში შემოვა, იმ მოქალაქეებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ჯერ არ აცრილან.
„მესამე, ანუ „ბუსტერ“ დოზაზე დიდი მსჯელობა მიმდინარეობს სამეცნიერო წრეებში. სადღეისოდ ეს ეს გააკეთა არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, დასავლეთს ქვეყნებს "ბუსტერული" დოზა ჯერ არ გამოუყენებიათ თუმცა ამაზე სერიოზული მსჯელობაა და მე, როგორც ამ დარგის წარმომადგენელს, მგონია, რომ ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადატანის [კოვიდის] და მეორედ აცრიდან 8–10 თვის შემდეგ "ბუსტერი" საჭირო გახდება. იმიტომ, რომ როგორც პროგნოზირებდნენ, რომ კოვიდ–პანდემია შესაძლოა 2021 წლის შუა პერიოდში შენელებულიყო, ეს არ ხდება. ახალ–ახალი შტამები ჩნდება, ამიტომ, ეს მარტივად არ გათავდება. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, "ბუსტერული" დოზა საჭირო იქნება“,– გამაცხადა ამირან გამყრელიძემ.