განიხილავს თუ არა გახარიას გუნდი თბილისის მერად არველაძის კანდიდატურას

22-07-2021 00:44:44 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატზე ისაუბრა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე მერობის კანდიდატად, პასუხობს: „ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები