
პარლამენტის თავმჯდომარეს დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებენ
22/07/2021 08:13:34 პოლიტიკა
არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, "რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო".
განცხადების ხელის მომწერები, მიიჩნევენ, რომ მიუღებელია კახა კუჭავას დუმილი და უმოქმედობა, რაც ახალისებს ძალადობას.
„მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით “არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ.” მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ“-, ნათქვამია განცადებაში.
განცხადების ავტორებს ტექსტის წაკითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ მოწყობილ ტრიბუნასთან სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება პარლამეტის დაცვის სამსახურმა არ მისცა და შენობაში არ შეუშვა.
პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არშეშვების შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ 5 არასამთვრობო ორგაბიზაციაზე, რომლის წვერებასაც ბრიფინგის გამართვა სურდათ პარლამენტსი ფოიეში საშვი ჰქონდათ დაშვებული, ამის მიუხედავად ისინი პარლამენტშ არ შეუშვეს.
საპასუხოდ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ წინასწარ გააფრთხილებენ ფრაქციებს, როდის იმოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი. მისი თქმით, ეს არის 2016 წლიდან არსებული ბრძანება, რომელიც მოქმედებს მაშინ, როდესაც სხდომსი ჩაშლის საფრთხე არსებობს.
პარლამენტის თავმჯომარის სახელზე დაწერილი განხადება დასარეგისტრირებლად, დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ შეიტანეს.
18 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდეცას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლისთვს ემზადებოდა, პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინა ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს.