ჟურნალისტებმა პარლამენტში პროტესტი მდუმარედ გამოხატეს

22-07-2021 13:29:37 საზოგადოება

პარლამენტში სასესიო დარბაზთან ჟურნალისტებმა მდუმერე აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.

საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისის მოვლენები "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში გააპროტესტეს.

ანალიგიური მოთხოვნით ჟურნალისტებმა ბანერი პარლამენტის სასესიო დარბაზშიც გამოფინეს.

„ჟურნალისტებს მივმართავ, კოლეგებო. მესმის, პროტესტის გამოხატვის ფორმაც. თქვენ ამის უფლებაც გაქვთ, მოგეცით კიდეც საშუალება და მოგეცემათ ყოველთვის. აუცილებლად დაისჯებიან მოძალადეები, აუცილებლად იქნება ამაზე შესაბამისი რეაგირებაც,. მათ შორის, პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს და იქნება ეს საგამოძიებო კომისია, თუ სხვა ფორმატი, რომ აუცილებლად მოხდეს ყველა მოძალადის დასჯა. არსებობს ვიდეოკადრები, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება ანგარიშვალდებული გამოძიება და ყველა უწყება, მთელი საზოგადოების წინაშე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკმაყოფილებაც შეგვიძლია, გამოვთქვათ და ნამდვილად იქნება პარლამენტი ის ადგილი, სადაც დავსვამთ ყველა კრიტიკულ კითხვას, თუ რამე არ მოგვწონს ან რამე არ ხორციელდება.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ვახორციელოთ ისე, როგორც ხდებოდა მანამდეც. ამასთან, დარბაზში არ მივცეთ დესტრუქციისა და მათ შორის, ჩაშლის საშუალება, მით უმეტეს, თქვენი ქმედებით, რომელიც სცდება ჟურნალისტურ საქმიანობას. ჩემი თხოვნა იქნება, დაუბრუნდეთ საქმეს, პროტესტის უფლება გაქვთ, რომელიც განახორციელეთ, მაგრამ მივცეთ საშუალება სხდომას, გაგრძელდეს შესაბამისი წესითა და რეგლამენტით“, – განაცხადა საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები