Accentnews.ge
ჯაფარიძე: "დროშის დაზიანებისთვის დასჯა იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომაა"

ჯაფარიძე: "დროშის დაზიანებისთვის დასჯა იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომაა"

22/07/2021 10:07:37 პოლიტიკა

„დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება-განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა და საშიშ გზაზე შედგომა“, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას.

„დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური“, – წერს ჯაფარიძე.

პარლამენტში 21 ივლისს განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო შენობების წინ განთავსებული ევროკავშირის ან უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები დაწესდება.

საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯოდმარემ კახა კუჭავამ 21 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

ამ ინიციატივას წინ უძღოდა 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოხევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S