
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მეორე სართულიდან გადმოხტა
22/07/2021 10:33:22 სამართალი
ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული ერთ–ერთი საცხოვრებელი კურპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პირის დაკავების ოპერაციისას მოხდა.
ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რადგან მას სავარაუდოდ, თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მოკლული ერთ–ერთ კაფე–ბარის დაცვის სამსახურში იყო დასაქმებული.
შსს იუწყება, რომ მკვლელობისთვის ერთი პირი – 1996 წელს დაბადებული დ.დ. ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.