Accentnews.ge
პუტინი – აშშ–ირანის დაძაბულობაზე: "რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის"

პუტინი – აშშ–ირანის დაძაბულობაზე: "რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის"

15/05/2019 18:43:27 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი სახანძრო ბრიგადა არ არის, რომ ყველაფერი გადაარჩინოს, რაც მასზე ბოლომდე არ არის დამოკიდებული. განცხადება პუტინმა ბირთვული შეთანხმებასა და ირანზე საუბრისას ავსტრიის პრეზიდენტთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთმა თავისი როლი ითამაშა, თუმცა ვითარება დამოკიდებულია ყველა მოთამაშეზე, მათ შორის აშშ-ზე, ევროპის ქვეყნებსა და ირანზე.

„ამერიკელებმა შეთანხმება დატოვეს, შეთანხმება ინგრევა, ევროპული ქვეყნები ვერაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვერ შეძლეს რეალური მუშაობა ირანთან, რომ ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირება მოეხდინა. როდესაც ირანი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, რომ ის ტოვებს რაღაცას, მომდევნო დღიდან ყველა დაივიწყებს, რომ აშშ იყო შეთანხმების განადგურების ინიციატორი და დანაშაულის ტვირთი ირანზე იქნება“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ  ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S