Accentnews.ge
წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

22/07/2021 13:41:45 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი ხელიდან წაგლიჯა. ინციდენტი სენაკის თეატრში მოხდა.

“მოგესალმებით. მინდა, ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერი “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონო ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი”, — ამბობს წულუკიანი.

“არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”, — დაწერა მოგვიანებით წულუკიანმა “ფეისბუქზე” და “მთავარი არხის” მიკროფონით საკუთარ ფოტო გამოაქვეყნა.

“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი “ქართუ ფონდის” მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. “ფორმულას” თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს”, — წერს წულუკიანი.

“მთავარი არხის” ცნობით, ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ დარბაზში მყოფი მინისტრი გააღიზიანა შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა კითხვამ, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი “ხუმრობაზე” გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მინისტრის დაცვამ გარეთ გაიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S