Accentnews.ge
რა ვიცით კორონავირუსის მორიგი საშიში შტამის თაობაზე, რომელიც უკვე 30–მდე ქვეყანაში ცირკულირებს

რა ვიცით კორონავირუსის მორიგი საშიში შტამის თაობაზე, რომელიც უკვე 30–მდე ქვეყანაში ცირკულირებს

22/07/2021 16:01:13 მსოფლიო

მსოფლიოში COVID-19–ის მორიგი საშიში შტამი სახელწოდებით "ლამბადა" ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, იგი უკვე 29 ქვეყანაში ცირკულირებს. აღნიშნული ვარიანტი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

"ლამბადა" სხვა შემაშფოთებელი ვარიანტების მსგავს მუტაციას განიცდის, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება, ვთქვათ, რომ იგი კორონავირუსის ინდურ შტამთან ("დელტა") შედარებით, ნაკლებად გავრცელებადია", – განაცხადა Houston Methodist–ს დიაგნოსტიკური ბიოლოგიის სამედიცინო დირექტორმა ვესლი ლონგმა.

რამდენად ეფექტურია სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები "ლამბადას" წინააღმდეგ

ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ამის დასადგენად მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუმცა მათი თქმით, აშშ–ში ავტორიზებული ვაქცინები მაღალეფექტურია, დაიცვას ვაქცინირეული მოქალაქე კორონავირუსის მწვავე ფორმისგან და გარდაცვალებისაგან.

"100%–იანი არაფერია. სრულად ვაქცინირებული პირები შესაძლოა, დაინფიცირდნენ, თუმცა სერიოზული გართულებები იშვიათია", – აცხადებენ სპეციალისტები.

როგორც ვესლი ლონგი აღნიშნავს, ამ დროისთვის ვაქცინაცია ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემაჩერებელ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S