
"გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნის“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას"
22/07/2021 17:26:11 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უახლოეს დღეებში “ლოკდაუნის“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას" გამორიცხავს.
მისი თქმით, ზოგადი ეპიდვითარება ძალიან საყურადღებოა.
"გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს. გაიხსნა ბიზნესები, ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ამ მაღალ რიცხვს შევინარჩუნებთ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა ავადმყოფის მოვლას. ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს, -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცუმულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.