"მიკროფონს დავაბრუნებ, როცა ესენი 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაცაა მათი ადგილი"
23/07/2021 05:16:51 პოლიტიკა
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "მთავარი არხის" მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".
"ემა, სად ხარ, ემა? ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დაკვარგეო. ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული, როცა ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი; როცა დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამავე თემაზე: იძებნება მინისტრის მიერ სავარაუდოდ გატაცებული მიკროფონი: წულუკიანმა კანონი დაარღვია?


