აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ავღანელებისთვის დამატებით 8 000-მდე სპეციალური საიმიგრაციო ვიზა დაამტკიცა

23-07-2021 09:38:43 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ავღანელებისთვის დამატებით 8 000-მდე სპეციალური საიმიგრაციო ვიზა დაამტკიცა. ორპარტიულ კანონპროექტს 407-მა კონგრესმენმა 16-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

აღნიშნული პირები ავღანეთში დისლოცირებულ ამერიკულ კონტიგენტს ეხმარებოდნენ და ახლა, როდესაც ამერიკელები ქვეყანას ტოვებენ, საფრთხის ქვეშ რჩებიან. ახლა დოკუმენტს კენჭს სენატში უყრიან.

ავღანელებისთვის საგანგებო ვიზების გაცემის თაობაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი 18 000-მდე შესაძლო აპლიკანტი არსებობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები