თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
23/07/2021 06:56:21 სამართალი
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის მოტომრბოლელი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი სავარაუდოდ, უამინდობის გამო მოცურდა. მძღოლმა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით, კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.


