ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

23-07-2021 12:16:15 კონფლიქტები

ვლადიკავკაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ბორის ჩოჩიევი.

64 წლის ჩოჩიევი COVID - 19-ით იყო დაავადებული.

ოსური მედიის ცნობით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დროს არაერთი დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. ლეონიდ თიბილოვის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ჩოჩიევი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები