
უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ
23/07/2021 08:33:49 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედროები საქართველოში საზღვაო გზით სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.
თავდაცვის სმაინისტროს ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა. უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება.