მედია: ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა აფხაზეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ ფრენები განახორციელა

23-07-2021 12:56:59 კონფლიქტები

ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ მორიგი მრავალსაათიანი ფრენები განახორციელა, - იუწყება "ინტერფაქსი" დასავლეთის ავიარესურსების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავი Bombardier Challenger 650 ARTEMIS, რომელიც რუმინულ ქალაქ კონსტანცას პორტის სიახლოვეს მდებარე აეროპორტიდან აფრინდა, შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში 6,5 საათზე მეტხანს ასრულებდა დავალებას.

ცნობისთვის: 20 ივლისს შავი ზღვის თავზე თვითმფრინავ Bombardier Challenger 650 ARTEMIS-ის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავ EP-3E Aries II-ისა და უპილოტო საფრენ აპარატ RQ-4A Global Hawk-ის ფრენები იყო დაფიქსირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები