Accentnews.ge
აფხაზეთში "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი გადააყენეს

აფხაზეთში "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი გადააყენეს

23/07/2021 09:16:15 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგოკრიზისისა და რუსეთის მიერ აფხაზური ენერგოსფეროს მისაკუთრების აქტიური მცდელობების ფონზე კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი მიხეილ ლოლუა თანამდებობიდან გადააყენეს.

შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა/ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა გასცა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის მთავარ მფარველად და აფხაზური ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაცემის ლობისტად ითვლება.

კომპანიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გადაყენების მიზეზად ლოლუას ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული.

"ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თენგიზ გირჯინბა დაინიშნა, რომელიც ადრე კომპანიაში მთავარი ინჟინერის მოადგილედ მუშაობდა.

ცნობისთვის: მიხეილ ლოგუა "ჩერნომორენერგოს" გენერალურ დირექტორად გასული წლის ივნისში დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S