„თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება

23-07-2021 14:03:41 ეკონომიკა ,რეკლამა

„თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც „თიბისიმ“ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია: ციფრული ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად; მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

ახალი ამბები

სხვა სიახლეები