Accentnews.ge
შვედეთის მოქალაქის კუთვნილი სოლიდური თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

შვედეთის მოქალაქის კუთვნილი სოლიდური თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

23/07/2021 10:58:25 სამართალი

პროკურატურამ შვედეთის მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სქართველოს 3 მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შვედეთის მოქლაქეს დაკარგული აქციების დაბრუნებას დაპირდნენ. ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა არარეზიდენტი საწარმო დააფუძნეს და თაღლითური სქემა შეიმუშავეს, რის შემდეგაც დაკავებულებმა ჯამში 48 900 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

პროკურატუსის ცნობით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S