Accentnews.ge
მსხვერპლი, დაკარგულები, ასობით ევაკუირებული – საქართველოს მეზობლად სტიქიას ებრძვიან

მსხვერპლი, დაკარგულები, ასობით ევაკუირებული – საქართველოს მეზობლად სტიქიას ებრძვიან

23/07/2021 19:59:58 მსოფლიო

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობაა. ძლიერი წვიმის შედეგად ართვინის პროვინციაში მდინარე ადიდდა, დაიტბორა სოფლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10 000-ზე მეტი აბონენტი.

ბოლო მონაცემებით, რიზეს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი. არიან დაკარგულებიც.

წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას. სტიქიის ზონაში გზების ნაწილი დაინგრა ან საერთოდ ჩაიკეტა. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

მაშველებმა სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ზოგიერთ ადგილზე წყლის დონე 2 მეტრს აღწევს. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, თურქეთში ძლიერი წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S