იტალიაში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად სპეცთვითმფრინავები ევროკავშირიდანაც გაგზავნეს

26-07-2021 10:10:19 მსოფლიო

იტალიას კუნძულ სარდინიაზე გაჩენილი ტყის მასშტაბური ხანძრის ქრობაში ევროკავშირიც ეხმარება.

კერძოდ, ევროკავშირმა იტალიაში 4 სპეციალური თვითმფრინავ გაგზავნა.

ადგილზე უკვე მუშაობს 7 კანადური სპეცთვითმფრინავი.

იტალიამ დახმარებისთვის ევროკავშირს ცოტა ხნის წინ მიმართა.

სარდინიაში ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე საწარმო და საცხოვრებელი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო სარდინიაზე რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის ქრობის პროცესში 7 500-მდე ადამიანი, მათ შორის იტალიის სატყეო პოლიციისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები, ასევე 13 ვერტმფრენი მონაწილეობს.

სარდინიის რეგიონის ხელმძღვანელმა კრისტიან სოლინასმა ხანძარს „უპრეცედენტო კატასტროფა“ უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები