ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

26-07-2021 10:36:27 მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში განახორციელა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნული ღაზადან ისრაელის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთების გაშვებას მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამჯერად ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები დაბომბა.

პალესტინური მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ღაზასა და ქალაქ ხან იუნისის ტერიტორიები დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში იგივე მიზეზით ივნისშიც განახორციელა, რომელიც პირველი საჰაერო იერიში იყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გააფორმეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები