ბაქო შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყება

26-07-2021 11:07:29 კავკასია

აზერბაიჯანული მხარე სომხურს კვლავ პროვოკაციაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, 26 ივლისს, 03:00 საათზე, სომხეთის არმიის დანაყოფებმა კელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ინტენსიური შეტევა განახორციელეს.

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინსიტროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე მყოფი აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები საპასუხო ზომებს იღებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სომხური მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში ბოლო თვეებია, დაძაბულობა ნარჩუნდება. მხარეები პერიოდულად იუწყებიან შეიარაღებული ინციდენტების თაობაზე და პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები